ტეხასში სახელმწიფო მოსამართლეზე თავდასხმაში ეჭვმიტანილს ეძებენ. ქალაქ ოსტინში სამართალდამცავები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. 51 წლის ჯული კოკურეკს საკუთარ სახლთან ესროლეს. მისი მდგომარეობა ამჟამად კრიტიკულია. ჯერჯერობით უცნობია, უკავშირდება თუ არა თავდასხმა მოსამართლის პროფესიულ საქმიანობას.