ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა 37 ქრისტიანი ასირიელი გაათავისუფლეს. მათ შორის 27 ქალი და 10 მამაკაცია. გავრცელებული ინფორმაციით, მათმა ნათესავებმა ტერორისტებს სოლიდური გამოსასყიდი გადაუხადეს, სხვა ვერსიით კი ისლამისტებთან მოლაპარაკება ეკლესიამ შეძლო. ასირიელები თებერვლის თვეში გაიტაცეს და ამ დრომდე ტყვეობაში იმყოფებოდნენ.