აშშ ექსპრეზიდენტის, ჯონ კენების მანქანის სანომრე ნიშნები დალასის აუქციონზე გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა მასში 100 ათასი დოლარი გადაიხადა. ნომრები იმ ლიმუზინს ეკეთა, რომელშიც ყოფილი პრეზიდენტი მოკლეს. ჯონ ფიცჯერალდ კენედის დალასში 1963 წლის 22 ნოემბერს ესროლეს.