ბირმაში ისტორიული არჩევნები ტარდება, რომელმაც შესაძლოა ქვეყანაში სამხედრო ხელისუფლების 53-წლიანი მმართველობა დაასრულოს. საარჩევნო უბნები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დილის 8 საათიდან გაიხსნა. ცენტრალური სააღცევნო საბჭოს მონაცემებით, არჩევნებზე მოსახლეობის მაღალი აქტივობა ფიქსირდება. ბოლოს დემოკრატიული არჩევნები ბირმაში 1990 წელს ჩატარდა, რომელშიც “ეროვნულმა დემოკრატიულმა ლიგამ” გაიმარჯვა, თუმცა გენერალთა საბჭომ არჩევნების შედეგები გააუქმა.