ამერიკის თავდაცვის მდივნის განცხადებით, რუსეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკა მსოფლიოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის. ეშტონ კარტერის თქმით, რუსეთი მეზობელი ქვეყნების, საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტს ლახავს, ბალტიის ქვეყნების დაშინებას ცდილობს და სირიაში სამოქალაქო ომს აჭიანურებს. ასევე სერიოზული საფრთხის შემცველია კრემლის განცხადებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა შესაძლოა საჭიროების შემთხვევაში ბირთვული იარაღი გამოიყენოს. “შეერთებულ შტატებს რუსეთთან კონფლიქტი არ სურს, მაგრამ იძულებულია, მოსკოვის შესაჩერებლად საგანგებო გეგმები შეიმუშაოს,”-აცხადებს კარტერი.