რუსეთმა ეგვიპტის მიმართულებით ფრენები შეაჩერა. ამის მიზეზი 31 აგვისტოს შარმ-ეშ-შეიხში რუსული სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნა გახდა, რასაც 224 ადამიანი ემსხვერპლა. ექსპერტიზას საბოლოო დასკვნა ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა რამდენიმე ქვეყნის სპეცსამსახურებმა უკვე დაადასტურეს, რომ კატასტროფის მიზეზი ტერაქტი გახდა, რომელიც თვითმკვლელმა ტერორისტმა მოაწყო.