უკრაინელ დეპუტატს, ანდრეი ტეტერუკს შესაძლოა სადეპუტატო იმუნიტეტი მოუხსნან. ამის მიზეზი უმაღლეს რადაში მომხდარი ინციდენტი გახდა. „სახალხო ფრონტის“ წარმომადგენელმა თავის კოლეგას პარტია „ბატკივშინადან“ ალექსანდრ კუჟელს თავში შუშის ბოთლი ჩაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებული საავადმყოფოში ტვინის შერყევით გადაიყვანეს. ტეტერუკმა მომხდარის გამო ბოდიში უკვე მოიხადა, თუმცა „ბატკივშინა“ მისთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას და კანონის მთელი სიმკაცრით დასჯას მოითხოვს.