ბრიტანეთი შარმ-ეშ-შეიჰიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. სპეციალურ რეისებს კომპანიები British Airways, Easyjet, Monarch და Thomson შეასრულებენ. მანამდე ლონდონმა ბრიტანულ ავიაკომპანიებს შარმ-ეშ-შეიხის მიმართულებით ფრენა აუკრძალა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც რუსულმა სამგზავრო თვითმფრინავმა ეგვიპტეში კატასტროფა განიცადა. ბრიტანული სპეცსამსახურების ინფორმაციით, ლაინერის ჩამოვარდნის მიზეზი ტერორისტული აქტი გახდა.