ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა ერაყში დედათა მონსატერი ააფეთქეს. ბარბაროსული აქტი ტელ-აფარის რაიონში მოხდა. ისლამისტებმა ტაძარში მყოფები გარეთ გამოიყვანეს, რის შემდეგაც ძეგლი გაანადგურეს. აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელი სახლებიც დააზიანა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.