მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად პოპ-მომღერლებს შორის კეტი პერი ლიდერობს. ფორბსის მონაცემებით, მომღერალმა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 135 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მეორე ადგილს რეიტინგში 80 მილიონი დოლარით ტეილორ სვიფტი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი 59,5 მილიონით ჯგუფი Fleetwood Mac-ია.