საქართველოს მოქალაქეობის მიღების პროცედურა მარტივდება. მოქალაქეობის მიღების მსურველებს დღეიდან განაცხადების შევსება ინტერნეტით შეეძლებათ. სამოქალაქო რეესტრში დღეს ახალი სერვისების პრეზენტაცია გაიმართება.
რეესტრის ვებ-გვერდზე შესვლა და ონლაინ აპლიკაციის შევსება ნებისმიერი პირიოსათვის იქნება შესაძლებელი. აპლიკაციის განხილვის შემდეგ კი უკვე რეესტრი გასაუბრებას დანიშნავს.
პროცედურების დასრულებისთანავე კი უკვე დაიწყება ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა.