საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის რეალის თავდამსხმელი კარიმ ბენზემა დააპატიმრეს. ფეხბურთელს ბრალად საფრანგეთის ნაკრების სხვა ფეხბურთელის, მატიო ვალბუენის დაშანტაშებაში ედება. საქმის გამოძიება ივნისში დაიწყო. მას შემდეგ კიდევ 4 ფეხბურთელი, მათ შორის, ჯიბრილ სისეც იქნა დაკავებული.