პუტინი ფორბსის რეიტინგში ლიდერობს. ამერიკულმა გამოცემამ კრემლის ლიდერი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანად უკვე მესამედ დაასახელა. გამოცემაში ნათქვამია, რომ რუბლის გაუფასურებისა და დასავლური სანქციების მიუხედავად, პუტინის რეიტინგი რუსეთში 89 პროცენტს აღწევს. ფორბსის რეიტინგში მეორე ადგილს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი იკავებს, მესამე პოზიციაზე კი შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამაა.