შეერთებული შტატებისთვის ნომერ პირველი საფრთხე რუსეთია. ამის შესახებ აშშ სახმელეთო ჯარების მეთაურმა მარკ მილიმ განაცხადა. მისივე თქმით, რუსეთი თავისი ბურთვული არსენალითა და არაპროგნოზირებადი, აგრესიული პოლიტიკით უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-სთვის, ვიდრე „ისლამური სახელმწიფო.““რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც აშშ-ს განადგურება შეუძლია. ბირთვული იარაღი სხვა სახელმწიფოებსაც აქვს, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რაც რუსეთს. მათი გეგმების გამოცნობა კი ძალიან რთულია,“-აღნიშნა მილიმ.