ოდესის გუბერნატორის განკარგულებით ოლქში სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც დეკომუნიზაციის საკითხებზე იმუშავებს. ამის შესახებ სააგენტო უნიანი იტყობინება. ჯგუფი კომუნისტური და ნაციონალ-სოციალისტური ტოტალიტარული რეჟიმების ქმედებებს გამოიკვლევს და მათი სიმბოლიკებისა და პროპაგანდის აკრძალვის საკითხით დაკავდება. დეკომუნიზაციის ჯგუფში 7 წევრი შევა და მას საოლქო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ვადიმ გრუზინი უხელმძღვანელებს.