„ისლამური სახელმწიფო“ ირწმუნება, რომ ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი მათი ჩამოგდებულია. მათი მტკიცებით, ეარბასი სინაის ნახევარკუნძულზე მოქმედმა ე.წ. „სინაის ვილაიათის“ მებრძოლებმა ჩამოაგდეს. ანალოგიური განცხადება „ისლამურმა სახელმწიფომ“ 31 ოქტომბერსაც გაავრცელა. რუსულმა ლაინერმა კატასტროფა სწორედ ამ დღეს განიცადა, რასაც 224 ადამიანი ემსხვერპლა.