აშშ რუსეთის საინფორმაციო-პროპაგანდისტული მანქანის წინააღმდეგ ხარჯებს ზრდის. ამის შესახებ სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ბენჟამინ ზიფმა განაცხადა. მისივე თქმით, საუბარია კონტრ-პროპაგანდაზე, რომელიცკრემლის წინააღმდეგ უნდა გაძლიერდეს, რუსეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის ფინანსური მხარდაჭერა კი 26 პროცენტით უნდა გაიზარდოს და 83 მილიონი დოლარი უნდა შეადგინოს.