მასშტაბური საპროტესტო აქცია რუმინეთში. ბუქარესტის ქუჩებში გამოსულმა 20 ათასამდე ადამიანმა სამთავრობო სტრუქტურებში არსებული კორუფცია გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ მოუწოდეს. საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი რუმინეთში ღამის კლუბში მომხდარი ხანძარი გახდა. კონცერტის მსვლელობისას შენობაში პიროტექტიკა გამოიყენეს, რის შედეგადაც კლუბი დაიწვა. ტრაგიკულ ინციდენტს 32 ადამიანი ემსხვერპლა. კლუბის მეპატრონეებს პიროტექნიკის გამოყენების ლიცენზია არ ჰქონდათ, თუმცა აქციის ორგანიზატორთა განცხადებით, ადმინისტრაციულ სტრუქტურებში არსებული კორუფცია მათ ყველაფრის უფლებას აძლევს.