რუსეთის დაშინებას ვერავინ შეძლებს. ამის შესახებ კრემლის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. “რუსი ხალხის დაშინება ჯერ ვერავინ შეძლო. ჩვენს მიზანს სირიაშიც და ყველგან ტერორიზმთან ბრძოლა წარმოადგენს, რაშიც წინ ვერავინ დაგვიდგება. ყველა მცდელობა მათი მხრიდან, როგორმე დაგვაშინონ, უპერსპექტივოა,”-აღნიშნა პუტინმა.