კიევის გოლესეევის სასამართლოში რუსი სამხედრო მოსამსახურეების პროცესი დაიწყო. ალექსანდრ ალექსანდროვსა და ევგენი ეროფეევს ლუგანსკელი სეპარატისტების მხარდაჭერაში ადანაშაულებენ. ისინი ქალაქ სჩასტიეში 16 მაისს დაატყვევეს. მოგვიანებით რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ალექსანდროვი და ეროფეევი ქვეყნის შეიარაღბულ ძალებში აღარ მსახურობდნენ.