რუსეთში ბელგიის საელჩომ ოს სეპარატისტთა ლიდერის ედუარდ კოკოითის წარმომადგენელს დიმიტრი მედოევს ვიზა არ მისცა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. ელჩი რუსეთის ფედერაციაში დიმიტრი მედოევი ბელგიის დედაქალაქში ოსური სათვისტომოების ყრილობაზე მიემგზავრებოდა.
იმ მოტივით, რომ საქართველოს სეპარატისრული და რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობას ევროკავშირი არ აღიარებს, მედოევი ვიზის გარეშე დარჩა. თავად მედოევი აცხადებს, რომ ბრიუსელში მისი ვიზიტის მიზანი ევროპაში ოსური ენისა და კულტურის პოპულარიზაცია იყო.
"ბოლოს ბრიუსელში 2008 წლის მაისში ვიყავი და ევროპარლამენტში სიტყვითაც გამოვედი. რაც შეეხება ოსური სათვისტომოს ასოციაციას, ის მართლაც არსებობს და ბიუროს სხდომა ბრიუსელში გამართა. მივმართე თუ არა მე ბოლო პერიოდში ბელგიის საელჩოს და მივიღე თუ არა უარი, ამის შესახებ ინფორმაცია არ ვიცი რომელმა სააგენტომ გაავრცელა და რაზე დაყრდნობით. მათი ინფორმაციის სისწორეზე მე პასუხს არ ვაგებ",_ აცხადებს დიმიტრი მედოევი.
საქართველოს ელჩი ბელგიაში სალომე სამადაშვილი კი აცხადებს, რომ ბრიუსელის საელჩოს მხრიდან ეს ბუნებრივი ქმედებაა, რადგან ბრუსელი ოკუპირებული ქართული ტერიტორიების ე.წ. დამოუკიდებლობას არ აღიარებს.
"როგორც მოგეხსნებათ ევროკავშირის პოლიტიკა ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში არაღიარების ძალიან მყარ პრინციპს ეფუძნება. შესაბამისად იმ შემთხვევაში თუკი მარიონეტული რეჟიმის რომელიმე წარმომადგენელმა ევროპაში რომელიმე წევრ-ქვეყანას ვიზის მისაღებად მიმართა. რამდენადაც ისინი არაღიარებული და ე.წ. სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიდ წარმომადგენლები არიან, რათქმაუნდა არ გამოირიცხება ის, რომ მათ უარი ეთქვათ ვიზის გაცემაზე", _ განაცხადა სალომე სამადაშვილმა. Y