ჰარი პოტერის ავტორი ახალ საბავშვო ნაწარმოებს ქმნის. ამის შესახებ ჯოან როულინგმა ბრიტანული ტელეგრაფისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „ვერ გეტყვით, როდის გამოვა ახალი წიგნი, რადგანაც შესაძლოა მასში გარკვეული ცვლილებები შევიტანო. ამასთან, საბავშვო ნაწარმოების პარალელურად, ახალ სცენარზე ვმუშაობ. რაც დავწერე, ჯერჯერობით ძალიან მომწონს. ზუსტად ვიცი, რომ წიგნს მალე დავამთავრებ,“-აღნიშნა როულინგმა.