თურქეთში არასამართლიანი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აცხადებს. 1 ნოემბრის არჩევნებს აფასებს ეუთოც. დასკვნაში ნათქვამია, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე თურქეთში აგორებული ძალადობის ტალღა არჩევნების შედეგებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. “ოპოზიციურ პარტიებზე ფიზიკური თავდასხმები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, განსაკუთრებით ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში საეჭვოა, არჩევნების შედეგებზე არ ასახულიყო,”-ნათქვამია დასკვნაში.