აშშ სახელმწიფო მდივანი თლის, რომ კიევმა დონბასს განსაკუთრებული სტატუსი უნდა მისცეს. ამის შესახებ ქერიმ ტელეკომპანია „მირისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
ჯონ ქერი დონბასში დაგეგმილი არჩევნების თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ლუგანსკსა და დონეცკში არჩევნები უკრაინის კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო დამკვირვებელთა მეთვალყურეობით უნდა ჩატარდეს.