რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი თვლის, რომ მათი ქვეყანა აგრესორი არ არის. სოციოლოგიური კვლევის შედეგებს ლევადა ცენტრი აქვეყნებს. რესპოდენტთა 59 პროცენტის აზრით, რუსეთი არასდროს ყოფილა აგრესორი ქვეყანა და სხვა ქვეყნებთან კონფლიქტის ინიციატორი. ამასთან, 26 პროცენტი ფიქრობს, რომ რუსეთი თავად არის სხვა ქვეყნების აგრესიის მსხვერპლი. გამოკითხულთა მხოლოდ 7 პროცენტი აღიარებს, რომ რუსეთი სხვა ქვეყნების მიმართ აგრესიას ახორციელებს.