ბრიტანელმა მეყასბემ ქევინ თერნერმა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სოსისების გამოშვება დაიწყო. ერთი ცალი სოსისის ღირებულება 37 გირვანქა სტერლინგია, კილოგრამის ფასი კი 700 გირვანქა სტერლინგამდე მერყეობს. დელიკატესის შესაქმნელად ყასაბი იშვიათი ჯიშის ღორის ხორცს, ყველს, 1947 წლის პორტვეინს და სხვა ძვირადღირებულ ინგრედიენტებს იყენებს. შედარებისთვის, ერთი ცალი საშუალო ხარისხის სოსისი ბრიტანეთში 35 პენსამდე ღირს.