პენსილვანიის შემდეგ ნემსები ბავშვთა საკვებში მინესოტაშიც აღმოაჩინეს. მომხდარის გამო პოლიციამ გამოძიება უკვე დაიწყო. წინასწარი მოკვლევით, ნემსები შოკოლადის კანფეტებში იქნა აღმოჩენილი. საბედნიეროდ, ინციდენტს ფატალური შედეგები არ მოჰყოლია. ანალოგიური შემთხვევა გასულ კვირას პენსილვანიაშიც დაფიქსირდა. ბავშვებმა ნემსები საჰელოუინე საჩუქრებში იპოვეს.