მორიგი თავდასხმა ისრაელში. იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ახალგაზრდა პალესტინელი ავტომანქანით ხალხის მასაში შეიჭრა. შედეგად, ისრაელის სამი მოქალაქე დაშავდა. თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.
მანამდე პოლიციამ ჰებრონში კიდევ ერთი პალესტინელი მოკლა, რომელიც ებრაელ ჯარისკაცებს თავს დანით დაესხა.
ბოლო ერთი თვის განმავლობაში პალესტინელთა თავდასხმებს ისრაელში ათი ებრაელი ემსხვერპლა.