აზერბაიჯანის მმართველი პარტია საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს. ილჰამ ალიევის “ახალმა აზერბაიჯანმა” 125 საარჩევნოოლქიდან 71-ში გაიმარჯვა, 42 ოლქში წარმატებას დამოუკიდებელმა კანდიდატებმა მიაღწიეს, სხვა პარტიები კი მილი მეჯლისში 12 მანდატს მიიღებენ. დეპუტატის მანდატს მიიღებს აზერბაიჯანის პირველი ლედი მეჰრიბან ალიევაც, რომელიც პარლამენტის წევრი მანამდე 2-ჯერ, 2005 და 2010 წლებში იყო. ელექტორატის აქტივობამ არჩევნებზე 55,7 პროცენტი შეადგინა.