თურქეთში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. დილის 8 საათიდან ქვეყნის მასშტაბით 175 ათასი საარჩევნო უბანი გაიხსნა. არჩევნების შედეგად გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა მმართველი პარტია საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის შენარჩუნებას. ერდოგანის პარტია უმრავლესობაში უკვე 13 წელია.