მორიგი სპეცოპერაცია ნაზრანში. რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ინფორმაციით, ლიკვიდირებულია „ისლამური სახელმწიფოსთან“ კავშირში ეჭვმიტანილი ორი მებრძოლი, რომლებსაც ნაზრანში რამდენიმე ტერაქტისა და თავდასხმის განხორციელებაში ედებოდათ ბრალი. ერთ-ერთი მათგანი, ბესლან მახაური ტერორისტული ორგანიზაცია „იმარათ კავკაზის“ ლიდერის, დოკუ უმაროვის ყოფილი თანამებრძოლი იყო.