სომალიში მორიგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. დანაღმული ავტომანქანა გვიან ღამით მოგადიშოს ცენტრალურ რაიონში სასტუმროსთან ამოქმედდა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტს 2 ადამიანი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.