რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, ღამის კლუბში "Colectiv" გაჩენილ ხანძარს 27 ადამიანი ემსხვერპლა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით 180 ადამიანია დაშავებული.
ტრაგედიის გამო რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა მექსიკაში ვიზიტი შეწყვიტა და სამშობლოში ბრუნდება.
გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა თინეიჯერია. შემთხვევა ღამის კლუბში უფასო როკ კონცერტის დროს მოხდა.
ხანძარი, სავარაუდოდ, შოუს დროს პიროტექნიკის გამოყენებამ გამოიწვია, რასაც შემდეგ აფეთქება და შენობის გასასვლელთან ჭყლეტა მოჰყვა. ხანძრის დროს ღამის კლუბში 400–მდე ადამიანი იმყოფებოდა. მომხდართან დაკავშირებით უკვე დაწყებულია გამოძიება.