ცნობილი ამერიკელი გენერლის, ჯორჯ პატონის ჯიბის საათი რეკორდულ ფასად გაიყიდა. უცნობმა კოლექციონერმა ოქროს საათში 137 ათასი დოლარი გადაიხადა. პატონმა საათი მშობლებისგან საჩუქრად სამხედრო აკადემიის დასრულების აღსანიშნავად მიიღო. გენერალი საათს მექსიკაში 1916 წლის ექსპედიციისას და პირველი მსოფლიო ომის პერიოდში ატარებდა. მეორე მსოფლიო ომში გენერალი პატონი ამერიკულ ჯარებს ჩრდილოეთ აფრიკაში, სიცილიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში მეთაურობდა. გენერალი 1945 წელს გერმანიაში ავიაკატასტროფას ემსხვერპლა.