რუსეთს ირანისა და სირიის სახით მსოფლიოში მხოლოდ ორი მეგობარი დარჩა. ამის შესახებ თეთრი სახლის პრეს-მდივანმა განაცხადა. „რუსეთის ეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება, ქვეყნის საერთაშორისო იზოლაცია გრძელდება. ორადორი მეგობარი, რომელიც რუსეთს დარჩა, სირიაა, რომლის მოქმედი რეჟიმიც რყევას განიცდის და ირანი. რუსეთს დღეს ისეთი გავლენა აღარ აქვს მსოფლიოზე, როგორიც საბჭოთა კავშირის პერიოდში ჰქონდა,“-აღნიშნა ჯოშ ერნესტმა.