კონგრესს ახალი სპიკერი ჰყავს. წარმომადგენლობითმა პალატამ სპიკერად რესპუბლიკური პარტიის კონსერვატიული ფრთის წარმომადგენელი პოლ რაიანი აირჩია. მის კანდიდატურას მხარი 435-დან 236-მა კონგრესმენმა დაუჭირა. დღეისათვის რესპუბლიკელები კონგრესის ქვედა პალატაში უმრავლესობაში არიან.