ლუგანსკში იარაღის საწყობი იწვის. სახელისუფლო ძალების მიერ კონტროლირებად ქალაქ სვატოვოში საწყობს ცეცხლი გვიან ღამით გაუჩნდა. აფეთქებების შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ახლომდებარე დასახლებებიდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაცია განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, საწყობში 4 ტონამდე ასაფეთქებელი ნივთიერებები და საბრძოლო მასალები ინახებოდა. კატასტროფის ერთ-ერთ ვერსიად დივერსია განიხილება.