სატელეფონო ჩანაწერებს მიხეილ სააკაშვილიც ეხმაურება. ოდესის გუბერნატორის თქმით, თუ მოძალადე ხელისუფლებისგან თავის დაცვა გახდება საჭირო, ამისათვის ყველა მზად უნდა იყოს. მისივე განცხადებით, თუ თავისუფლების ფიზიკურად დაცვა გახდა საჭირო, ამისთვისაც ყველა უნდა მოემზადოს. “ ივანიშვილის რეჟიმი მოქმედებს იანუკოვიჩის მოდელით. უნდა ვიყოთ მზად, რომ ეს პროვინციელი დიქტატორი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სროლასაც კი არ მოერიდება, მაგრამ თუ ჩვენ ღირსებას შემართებით დავიცავთ და არ დავთმობთ თავისუფლებას, მისი ხვედრი ზუსტად იგივე იქნება, რაც იანუკოვიჩმა გაიზიარა.” – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ ფეისბუკში.