ჩინელებს 2 ბავშვის ყოლის უფლება მისცეს. კომუნისტური პარტიის ლიდერთა განცხადებით, “ერთი ოჯახი-ერთი ბავშვის” პოლიტიკა უკვე დასრულდა და ამიერიდან თითოეულ ოჯახს 2 ბავშვის ყოლის უფლება ექნება. პროგრამა “ერთი ოჯახი-ერთი ბავშვი” ჩინეთში 1979 წლიდან მოქმედებდა და ის მხოლოდ ცალკეულ ეთნიკურ ჯგუფებს არ შეეხებოდა.