კინოფესტივალი ბერლინალე 65 საზეიმოდ დაიხურა. საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა. ცერემონიას მოწვეული სტუმრები, მსახიობები, რეჟისორები ესწრებოდნენ.
„65 წელია ბერლინალე პროფესიონალებსა და მაყურებელს აერთიანებს. წლევანდელ ფესტივალზე საზღვრები კიდევ უფრო გაიზარდა, მსოფლიოს მასშტაბით და ის ნამდვილ დღესასწაულად იქცა“_ კინოფესტივალის დირექტორი დიტერ კოსლიკი.
წელს ფესტივალი რომ გამოირჩეული იყო მაყურებელთა სიმრავლით ეს უდავოა. ამაში რიგიდან რიგამდე და თუკი არ გაგიმართლებდა ისევ რიგამდე გატარებულ ერთი დღეც კი დაგარწმუნებდათ. აქედან გამომდინარე გასაკვირი არ არის, რომ ფესტივალმა წელს რეკორდი მოხსნა. ოფიციალური მონაცამებით 12 თებერვალს გაყიდული ბილეთების რაოდენობამ 31.000 მიაღწია. თუმცა, ამის პარალელურად დღითიდღე იზრდებოდა უკმაყოფილო აკრედიტირებულთა, კინომცოდნეებისა და კინოკრიტიკოსების რიგებიც, რადგან ფესტივალმა ისინი დაივიწყდა და პრიორიტეტი მაყურებელზე გააკეთა.
ჯერ კიდევ დაარსების დღიდან ბერლინალე პოლიტიკურ ფესტივალად არის ცნობილი, აღებული გეზიდან არც წელავანდელმა ჟიურიმ გადაუხვია და ოქროს დათვს პოლიტიკური სარჩულიც თან დაურთო. რამდენჯერმე ბერლინალეს, კანის და სხვა ფესტივალთა გამარკვებული ჯაფარ პანაჰი წელსაც, ფილმით “Taxi” ოქროს დათვის მფლობელი გახდა. ირანელი წარმოშობის რეჟისორი შიდა პატიმრობაში იმყოფება და კინო სფეროში მუშაობა აკრძალული აქვს. თუმცა ის მაინც ახერხებს ფილმების გადაღებას და ფესტივალებზე გაგზავნას. ფილმში მთავარ როლს თავად რეჟისორი ასრულებს, იგი ტაქსის მძღოლია, რომელიც თეირანის ქუჩებში დადის, უამრავ ადამიანს ხვდება და ესაუბრება.