საბერძნეთის სანაპიროებთან კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა. მიგრანტთა 4 ნავი, რომლითაც ისინი ევოპის ტერიტორიაზე გადასვლას აპირებდნენ, ჩაიძირა. კატასტროფას სავარაუდოდ 7 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთაგან 5 ბავშვია. მაშველებმა დაღუპვას 200-მდე ადამიანი გადაარჩინეს.