პოლონელმა მოძღვარმა კრიშტოფ ხარამსამ რომის პაპს გადადგომის მოთხოვნით მიმართა. ამის მიზეზი მისი არატრადიციული სექსუალური ორიენტაცია გახდა.
ხარამსამ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ჰომოსექსუალია.
მისივე განცხადებით, რომის კათოლიკურმა ეკლესიამ კათოლიკი გეების ცხოვრება ჯოჯოხეთად აქცია, რის გამოც მას ეკლესიაში დარჩენა აღარ სურს.