სააპელაციო სასამართლომ "ეროვნული ფორუმის" გორელი მხარდამჭერის, თამაზ ტლაშაძის პროცესი 4 ნოემბრისთვის გადადო.
მოსამართლე მაია თეთრაულმა ტლაშაძის ადვოკატის არც ერთი შუამდგომლობა, მათ შორის, გაყალბებული ჩხრეკის ოქმის ბათილად ცნობა არ დააკმაყოფილა და პროცესი იმ მოტივით გადადო, რომ საქმესთან დაკავშირებით მოწმეები დარჩა დასაკითხი.
შეგახსენებთ, ტლაშაძე 14 ივნისს ნარკოტიკების შენახვის ფაქტზე დააკავეს. გორის სასამართლომ ტლაშაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც ტლაშაძის ადვოკატმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმის განხილვა ამჯერად სააპელაციო სასამართლოში მიმდინარეობს.