იმ შემთხვევაში, თუ პოლონური სასამართლო აშშ-ში რომან პოლანსკის ექსტრადირების გადაწყვეტილებას მიიღებს, პოლონური მხარე რეჟისორს შეერთებულ შტატებს გადასცემს. ამის შესახებ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, ექსპრემიერმა იაროსლავ კაჩინსკიმ განაცხადა. „ამბობენ, რომ პოლანსკი გამოჩენილი ხელოვანია და ამის გამო დანაშაულზე პასუხი არ უნდა აგოს, რასაც არ ვეთანხმები,“-აღნიშნა კაჩინსკიმ. 82 წლის რეჟისორის ექსტრადირებას ამერიკული მხარე დღემდე დაჟინებით მოითხოვს. პოლანსკის 1977 წელს არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებენ.