Apple-ს შემოსავლები რეკორდულად გაიზარდა. კომპანიის ხელმძღვანელობის თქმით, მიმდინარე წელი Apple-ს ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2015 ფინანსურ წელს კომპანიის მოგება 28 პროცენტით გაიზარდა და 234 მილიარდი დოლარი შეადგინა. სოლიდური შემოსავალი Apple-ს აიფონის ახალმა მოდელებმა მოუტანა.