ტრამპი პოპულარობას კარგავს. პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს რეიტინგით თანაპარტიელმა ბენ კარსონმა გაუსწრო. გამოკითხვა ამჯერად აიოვას შტატში ჩატარდა. რესპოდენტთა 50 პროცენტზე მეტმა მხარი კარსონის კანდიდატურას დაუჭირა, რაც ექსპერტთა მტკიცებით, ტრამპისთვის გამაფრთხილებელი სიგნალი უნდა იყოს. გასულ კვირას წინასაარჩევნო გამოკითხვებში მილიარდერი კანდიდატი ლიდერობდა.