ლონდონში ჯეიმს ბონდის ახალი სერიის მსოფლიო პრემიერა შედგა. საზეიმო ცერემონია ალბერტ-ჰოლში გაიმართა და მას სამეფო ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ჟურნალისტებს მცირე კომენტარი მისცა აგენტ 007-ის როლის შემსრულებელმა დენიელ კრეიგმაც, რომელმაც ბონდიანაში მთავარი როლი უკვე მეოთხედ შეასრულა. პრემიერას ჯეიმს ბონდის გოგონები მონიკა ბელუჩი და ლეა სეიდუც ესწრებოდნენ.