მიგრანტთა კრიზისის დაძლევის პროცესში საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებიც ჩაერთვებიან. შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის რიგგარეშე სამიტზე იქნა მიღებული. ცნობილი ხდება, რომ ბალკანეთზე ლტოლვილთა პრობლემის მოსაგვარებლად სახსრებს ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკი და ევროსაბჭოს განვითარების ბანკი გამოჰყოფენ. გარდა ამისა, სლოვენიაში საემიგრაციო პროცესების გასაკონტროლებლად ევროკავშირიდან 400 პოლიციელი გაიგზავნება.