არგენტინაში საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა. ეგზიტპოლის მონაცემებით, არჩევნებში მმართველი ალიანსის კანდიდატი დენიელ სციოლი ლიდერობს, მეორე ადგილზე კონსერვატორთა ლიდერი მაურისიო მაკრია, მესამე პოზიციას კი ოპოზიციური ფრონტის ლიდერი სერხიო მასა იკავებს. არგენტინული კანონმდებლობით, პირველ ტურში გამარჯვებისთვის საპრეზიდენტო კანდიდატმა ხმათა 45 პროცენტზე მეტი უნდა მოიპოვოს.