პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს ითვლიან. ბიულეტენების დათვლის პროცესი ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ჯერ არ დაუსრულებია, ეგზიტპოლის მონაცემებით კი არჩევნებში იაროსლავ კაჩინსკის პარტია ლიდერობს. ოპოზიციურ პარტიას ხმა ამომრჩეველთა 39,1 პროცენტმა მისცა, მმართველმა პარტია ‘სამოქალაქო პლატფორმამ” კი ამომრჩეველთა ხმების 23,4 პროცენტი მოიპოვა. მოქმედმა პრემიერმა ევა კოპაჩმა არჩევნებში დამარცხება უკვე აღიარა.